Wednesday, April 25, 2012

როგორ შევუნარჩუნოთ თმას ჯანმრთელობა!!!


voloci-1
ამბობენ, ხშირი და გრძელი თმები ჩვენს პრეისტორიულ დიდ ბებიებს სჭირდებოდათ იმისათვის, რომ უამინდობისაგან დაეცვათ უსუსური ჩვილები. ჩვენი პრეისტორიული დიდი ბაბუები, თავის მხრივ, თვლიდნენ: ქალი გრძელი თმით - კარგი დედაა, ამიტომ ისინი ცოლებად ირთავდნენ მხოლოდ ჯანმრთელ და სქელ თმიან ქალებს

ამგვარად, საზოგადოებაში სქელი თმა გახდა ქალის სილამაზის ყველაზე მაღალი რანგის ატრიბუტი. იყო ყველაფერი ასე თუ არა, არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ მამაკაცი ქალების საუკეთესო აქსესუარად  თმას მიიჩნევს.

მაგრამ ქალის თმის სილამაზის მიღწევა მარტივი არ არის, ხშირად ხელს გვიშლის ისეთი  სერიოზული პრობლემები როგორიცაა: თმის ცვენა, სებორეა, ალოპეცია, ქერტლი და ..

Faberlic
–ის არსენალში არსებობს თმის სამკურნალო საშუალებების სერია  Expert  Pharma, რომელიც მიეკუთვნება კოსმეცევტიკას .

რა ტიპის თმის პრობლემები არსებობს და რას წარმოადგენს Faberlic–ის კოსმეცევტიკა?

კოსმეტევტიკა - ეს არ არის წამალი, ეს კოსმეტიკური საშუალებებია. იგი შეიძლება გამოვიყენოთ ექიმის მიერ დანიშნული თრეპიის პარალელურად. კოსმეცევტიკა მოგეხმარებათ უფრო სწრაფად მოერიოთ რთულ პრობლემებს.

რა პრობლემების დროს გვესაჭიროება კოსმეცევტიკის ჩართვა?

იგი მოგეხმარებათ ქერტლის, თმის ცვენის, გაღიზიანებული და მგრძნობიარე თავის კანისას, და ასევე თუკი ცუდად გეზრდებათ თმები.

ითვლება, რომ კოსმეცევტიკური საშუალებები ერთ - ერთი ყველაზე ეფექტურია. როგორ და რომელ ლაბორატორიებში დაადასტურდა Expert Pharma  სერიის ეფექტურობა?

ქერტლის საწინააღმდეგო საშუალებების კლინიკური კვლევები ტარდებოდა  გერმანულ ლაბორატორიებში. როგორც წესი, ეს ხდება შემდეგნაირად: თავდაპირველად, აქტიური ნივთიერების შესწავლა ხდება უჯრედების კულტურებზე, შემდეგ იგი შეჰყავთ მომავალი კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში  და თავაზობენ ტესტისათვის მოხალისეებს. რამდენიმე თვის შემდეგ ხდება მეცნიერების მიერ მიღებული შედეგების განხილვა, აქტიური ნივთიერების რა პროცენტული მაჩვენებელია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო. და სიახლეც მზად არის.

რა თმის პრობლემები არსებობს და როგორ ვებრძოლოთ მათ Faberlic-ის კოსმეცევტიკის დახმარებით?

დავიწყოთ თმის ცვენით. თმა ცვივა ყველას და ყოველთვის.და ეს ნორმალურია, მაგრამ მხოლოდ იქამდე სანამ “დეზერტირების” რაოდენობა სავარცხელზე ან აბაზანის კედლებზე არ აღემატება 100. თუმცა, განა ვინ დაითვლის გულდასმით ზარალს. როგორც წესი, ამ კითხვაზე პასუხი ინტუიციურია: ქალები უბრალოდ გრძნობენ, რომ სავარცხელზე უფრო მეტი თმაა ვიდრე ჩვეულებრივ სხვა დროს . ზოგჯერ ეს ცრუ განგაშია, ზოგჯერ კი - არა.

თმის ცვენა თითქმის გარდაუვალია გაზაფხულზე და შემოდგომაზე - ასე ვართ ჩვენ მოწყობილები, ასევე სტრესსის, ტემპერატურის 38 გრადუსამდე მომატების, ანტიბიოტიკების, სტეროიდებისა და ასპირინის შემდეგ.

ძლიერმა მენსტრუაციამაც კი შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა - რკინის დროებითი დეფიციტის ფონზე სისხლის დიდი რაოდენობით დაკარგვის გამო. ასევე მძიმე გასახდომმა დიეტამ.

მშობიარობის შემდეგ ერთ თვეში იწყება თმების უზომო ცვენა, მაგრამ ეს საკრედიტო დავალიანების დაბრუმებას უფრო ჰგავს, იმიტომ რომ მანამ სანამ ქალი მუცლად ბავშვს ატარებს მას თავზე იმაზე მეტი თმა აქვს ვიდრე უნდა ჰქონდეს, რადგან მთელი 9 თვის განმავლობაში ჰორმონალური ცვლილებების ფონზე თავის ადგლიებს არ ტოვებდნენ ის თმებიც კი რომლებიც აუცილებლად უნდა დაცვივდეს, მშობიარობის შემდეგ კი ყველაფერი საწყისს უბრუნდება.

როგორ უნდა მოვიქცეთ ყველა ამ შემთხვევაში? 
პირველ რიგში უნდა აღმოვფხვრათ გამომწვევი მიზეზი: შეწყდეს ანტიბიოტიკების მიღება, რკინის დეფიციტისტრესი და .. და მოვუაროთ თმას. აირჩიეთ შამპუნი თმის ტიპის მიხედვით, გააუმჯობესეთ სისხლის მიმოქცევა, ყოველდღიურად ივარცხნეთ თმა სამასაჟო ჯაგრისით, დაიწყეთ Expert Pharma–ს აქტიური შრატის  კურსი  თმის ზრდის სტიმულირებისათვის.


- "აღვიძებს" თმის ფოლიკულებს, უბრუნებს და უნარჩუნებს თმას და თავის კანს ჯანსაღ მდგომარეობას.
-
ასტიმულირებს თმის ბოლქვების რეგენერაციას. 
-
ახანგრძლივებს თითოეული თმის სიცოცხლეს.
ტროპიკული მცენარეების და ეთერზეთების აქტიური კომპლექსი ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას და აუმჯობესებს თმის ძირების კვებას.
RALA (R-ალფა-ლიპოური მჟავა) ააქტიურებს კანის უჯრედებში ცვლის პროცესებს, აჩქარებს ძლ იერი და ჯანმრთელი თმის ზრდას, ამრავლებს ზრდის სტადიაში არსებულ თმას.
კაპილარინი - 4 მცენარის - აფრიკული კიგელიის, სალბის, დარიჩინის და გინკგო ბილობას - აქტიური კომპლექსი. ზემოქმედებს თმის ცვენის ძირითად მიზეზებზე: 
ასტიმულირებს სისხლის მიკროცირკულაციას და აუმჯობესებს თმის ძირების კვებას;
ახანგრძლივებს თმის სასიცოცხლო ციკლს, არეგულირებს კანის ცხიმის გამოყოფას, ხელს უწყობს ჯანმრთელი და ძლიერთი თმის ზრდას.
ჩვენება:
დაზიანებული, თხელი, მტვრევადი თმა. 
თმის აქტიური ცვენა, მათ შორის ნერვული გადატვირთვის შემდეგ.
ორსულობის, ავადმყოფობის, ძლიერმოქმედი წამლების მიღების შემდეგ თმის ზრდის აქტივაცია და გახშირება.
პროფილაქტიკური მოვლა და თმის ცვენის შეფერხება.
გამოყენების წესი: დაიტანეთ შრატი თმის ძირებზე (მშრალი ან დაბანილი ნოტიო თმა), შეიზილეთ მასაჟური მოძრაობით. არ ჩამოიბანოთ. გამოიყემეთ 2-3 თვიანი კურსით:
თმის ინტენსიურად გაძლიერებისათვისყოველდღე, 
პროფილაქტიკისა და რეგულარული მოვლისათვისკვირაში 1-2-ჯერ.
თავის კანზე და თმაზე არ ტოვებს ცხიმოვან სიპრიალეს.
შედეგი: 
რეგულარული გამოყენებისას ახშირებს თმას, ააქტიურებს მის ზრდას, აღადგენს დაზიანებულ თმას, მატებს ჯანსაღ ბზინვარებას*.
ორი თვის შემდეგ თმა ხშირდება 30%-ით** 
სამი თვის შემდეგ მცირდება თმის ცხიმიანობა 32%-ით**
*
თმის ფოლიკულების უჯრედებზე RALA- მოქმედების Faberliс-ის პატენტის მონაცემებით.
**
კომპანია GreenTech-ის (საფრაბგეთი) მონაცემებით.


თუ პრობლემა არ მოიხსნა?

მაშინ, ალბათ, თმის ცვენის  მიზეზი უფრო სერიოზულია ვიდრე გვეგონა, და სამედიცინო დახმარების გარეშე ვერ მოერევით. თმის ცვენის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია - კუჭ–ნაწლავის პრობლემები, ასევე ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ამიტომ ჯობს მიმართოთ გასტროენტეროლოგს, ენდოკრინოლოგს და გინეკოლოგს. 

თავის კანისა და თმების რა პრობლემები არსებობს კიდევ?

თმის ცვენის ერთ–ერთი ყველაზე ხშირი მიზეზები არის  - თავის კანის პრობლემა - კერძოდ, სებორეა. ასე უწოდებენ ცხიმოვანი ჯირკვლების არასწორ მუშაობას, რის შედეგადაც ჩნდება ქერტლი, თავის კანის ცხიმიანობა, აქერცვლა და ქავილი.


სებორეა შესაძლოა იყოს მშრალი ან ცხიმიანი, ორივემ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. კანის ფორების დახშობა იწვევს ჟანგბადის მიწოდების დარღვევას, თმის ბოლქვი ვერ ფუნქციონირებს ნორმალურად, თმა თხელდება და ცვივა. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ჰორმონალური დარღვევები, ან უბრალოდ არასწორი მოვლა. ნებისმიერ შემთხვევაში თმის მოვლის საშუალება უნდა შეიცვალოს. გამოიყენეთ ქერტლის საწინააღმდეგო კონცენტრირებული შამპუნი სარიიდან Expert Pharma.


- აქრობს ქერტლს.
-
ხსნის თავის კანის გაღიზიანებას და ქავილს.
-
ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების ზედმეტ აქტიურობას.
იხტიოლი და ოქტოპიროქსი ერთობლივად ებრძვის უშუალოდ ქერტლის გამომწვევ მიზეზს. 
ჭინჭრის ექსტრაქტი ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობას. 
აუმჯობესებს თავის კანის და თმის ძირების კვებას, აქრობს თმის ზედმეტ ცხიმიანობას. 
აფერხებს ქერტლის ხელახალ გაჩენას.
გამოყენების წესი: დაიტანეთ ნოტიო თმაზე, შეიზილეთ მსუბუქი მასაჟური მოძრაობით და ააქაფეთ, დაიტოვეთ 2-3 წუთით, შემდეგ ჩმოიბანეთ თბილი წყლით. 
ქერტლის გასაქრობად გამოიყენეთ ერთი თვის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ, პროფილაქტიკისათვის - კვირაში ერთხელ.
შედეგი: ჯანმრთელი თმა ქერტლის გარეშე პირველივე გამოყენების შემდეგ.




შუალედებში გამოიყენოთ ქერტლის საწინააღმდეგო ლოსიონი სარიიდან Expert Pharma.
იხტიოლი აქრობს ქერტლის გამომწვევ მიზეზს და აფერხებს მის ხელახალ წარმოქმნას.
ორგანული მარილების მანგანუმის, თუთიის და სპილენძის მინერალური კომპლექსი აწყნარებს გაღიზიანებულ  თავის კანს და აქრობს ქავილს.
კლიმბაზოლი - ქერტლის საწინააღმდეგო უახლესი მაღალეფექტური კომპონენტი. სპობს ქერტლის და გაღიზიანების გამომწვევ მიკროორგანიზმებს, ანორმალიზებს ცხიმის სეკრეციას.
ღვიის ექსტრაქტი აქრობს თავის კანის გაღიზიანებას და ქერცვლას, ამცირებს თმის ცხიმიანობას.
არ ამძიმებს თმას.
გამოყენების წესი: შეიზილეთ ლოსიონი თავის კანში მასაჟური მოძრაობით, არ ჩამოიბანოთ წყლით! ქერტლის საწინააღმდეგოდ გამოიეყენეთ ერთი თვის მანძილზე კვირაში 2-3-ჯერ ქერტლის შამპუნთან ერთად. ქერტლის პროფილაქტიკისათვის - კვირაში ერთხელ თავის დაბანის შემდეგ.
შედეგი: თავის ჯანმრთელი კანი, ბზინვარე თმა ქერტლის გარეშე!


თმის რა პრობლემის მოგვარება შეიძლება Faberlic–ის  კოსმეცევტიკის მეშვეობით?

კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი პრობლემაა - ანდროგენული ალოპეცია ანუ მამაკაცური ტიპის თმის ცვენა. ეს არის მემკვიდრეობითი პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად გადაეცემა მამაკაცის ხაზით. სინამდვილეში, ალოპეცია აქვს ყველა იმ მამაკაცს (მათ შორის ახალგაზრდა), რომელთაც ცვივათ თმა საფეთქელისა და  გვირგვინის მიდამოში. დაადგენილია, რომ ალოპეციის მიზეზია  ტესტოსტერონის, ანუ მამაკაცის სასქესო ჰორმონის მაღალი მაჩვენებელი.

ზოგჯერ ანდროგენული ალოპეციით  ავადდებიან ქალებიც. მიზეზი იგივეა.

 რა უნდა გავაკეთდეს?
ყველაზე სწორია მიმართოთ ტრიქოლოგს (ექიმი რომელიც მკურნალობს თმებს). თუ ასეთი სპეციალისტი ვერ მოძებნეთ მიმართეთ ენდოკრინოლოგს.  ანდროგენული ალოპეცისას აუცილებელია ჰორმონალური კორექცია.


თუმცა, თავის კანის კომპეტენტური მოვლა  - წარმატების მეორე, მნიშვნელოვანი ფაქტორია. გამოიყენეთ აქტიური შრატი თმის ცვენის წინააღმდეგ სარიიდან Expert Pharma ყოველდღიურად 3 თვის განმავლობაში, და ყველაფერი კარგად იქნება!


– აჩერებს თმის ცვენას.
- "აღვიძებს მიძინებულ" თმის ბოლქვებს.
- ამაგრებს თმის ძირებს.
ასტიმულირებს ჯანმრთელი თმის ზრდას, აღადგენს მის სტრუქტურას, აძლიერებს და ამკვრივებს თმას.
აკონტროლებს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტიურობას.
როზმარინი და კვიპაროსის ეთერზეთები აუმჯობესებს თმის ბოლქვების სისხლით მომარაგებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, აქრობს ქერტლს და თავის კანის ცხიმიანობას.
უნიკალური კომპლექსი პროკაპილი შეიცავს ბიოტინს, მცენარეულ ექსტრაქტებს და ბუნებრივ ანტიანდროგენებს. აფერხებს თმის ბოლქვებზე დიჰიდროტესტოსტერონის ზემოქმედებას, რაც თმის ცვენას ანელებსანელებს თმის ფოლიკულების დაბერების პროცესს, «ამაგრებს» თმას თავის კანში.
ჩვენება:
თმის შეთხელება ქალებსა და მამაკაცებში.
ჰორმონალური პრეპარატების მიღების შემდეგ თმის ხარისხის გაუარესება.
თავის კანის ცხიმიანი სებორეის (ცხიმოვანი ჯირკვლების გადამეტებული აქტიურობა) და ქერტლის ფონზე თმის ცვენა.

გამოყენების წესიდაიტანეთ შრატი თმის ძირებზე (მშრალი ან დაბანილი ნოტიო თმა), შეიზილეთ მასაჟური მოძრაობით. არ ჩამოიბანოთ. გამოიყემეთ 2-3 თვიანი კურსით:
ძლიერი თმის ცვენის დროსყოველდღე, საშუალო თმის ცვენის დროსდღეგამოშვებით.
თმის ცვენის პროფილაქტიკა და თმის ზრდის სტიმულირებაკვირაში 1-2-ჯერ.
თავის კანზე და თმაზე არ ტოვებს ცხიმოვან სიპრიალეს.
შედეგი:  
მცირდება თმის ცვენის ინტენსივობა.
აქტიურდება ახალი თმის ზრდა.
ძლიერდება თმის ძირები, მცირდება თმის ცვენა დავარხცნის დროს.
ორი კვირის შემდეგ 2-ჯერ იზრდება თმის ფოლიკულებში უჯრედების  დაყოფა
ორი თვის შემდეგ 1,5-ჯერ იზრდება თმის რაოდენობა ზრდის ფაზაში*
*კომპანია SEDERMA- (საფრანგეთი) მონაცემებით.