Monday, April 2, 2012

წონის მაკორექტირებელი კოქტეილი


მოვიდა გაზაფხული! მალე ზაფხულიც გვესტუმრება...
თუკი აქამდე არ გიზრუნიათ ჭარბი წონის მოშორებაზე ის დროა აქტიურად დაიწყოთ ზაფხულისათვის მზადება.
ადამიანის სხეულის წონაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი: ასაკი, სქესი, მემკვიდრული განწყობა, ცხოვრების წესი, დაავადებებისადმი მიდრეკილება, კონსტიტუცია და სხვა.
სხეულის წონა გამოითვლება ფორმულებით, რის მიხედვითაც არსებობს ჭარბი და მცირე წონის ოპტიმალური ზღვრები ასაკიდან და სქესიდან გამომდინარე. ამ ოპტიმალური ზღვრიდან გადახრა ხშირად არა მარტო ესთეტიკური, არამედ სამედიცინო პრობლემა ხდება, ვინაიდან იგი უხშირესად  გარკვეული დაავადებების რისკი და წინაპირობაა.
არსებობს ჭარბი წონის კორექციის მრავალი აპრობირებული მეთოდი, მაგრამ ამ პრობლემამ მთელი მსოფლიო მოიცვა, მისგან გამომდინარე სამედიცინო ხარჯები კი კოლოსალურად იზრდება.
იმ მრავალ მიზეზთა შორის, რომელიც ჭარბ წონას განაპირობებს, უმნიშვნელოვანესია ცხოვრების წესი და კვების კულტურა. თუმცა აღსანიშნავია,რომ საშუალო და ხანდაზმული ასაკის ჭარბი წონის ქალბატონები  ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით წონის დაკლებას ვერ ახერხებენ.მათ კვების კონტროლითა და ფიზიკური დატვირთვით მხოლოდ წონის შენარჩუნება და გაკონტროლება შეუძლიათ.



კომპანია ედელსტარმა შეიმუშავა ცილოვანი ვიტამინურ-მინერალური კოქტეილი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად დაიკლოთ წონაში ჯანმრთელობის ზიანის გარეშე, მიიღთ და შინარჩუნოთ ოპტიმალური წონა. კოქტეილი დამატებითი კვების წყაროა, ხელს უწყობს მავნე კვებითი ჩვევების მოშლას, ახშობს მადას, ორგანიზმს უზრუნველყოფს პროტეინების, ვიტამინებისა და მინერალების საჭირო რაოდენობით. აწესრიგებს საკვების მიღების, გადამუშავების და ცხიმის დაშლის პროცესებს.

გასახდომი კოქტეილი EDELSTAR – ეს არის სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვები იდეალური წონის მიღწევისა და შენარჩუნებისათვის, ათეროსკლეროზის და ნაადრევი სიბერის პროფილაქტიკისათვის. კოქტეილი ორგანიზმს უზრუნველყოფს პროტეინების საჭირო რაოდენობით, წარმოადგენს დამატებითი კვების წყაროს, ხელს უწყობს მადის შმეცირებას, აწესრიგებს საკვების მიღებას და დაშლას. კოქტეილის ეფექტურობას აძლიერებს ვიტამინი Е, В ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი, ვიტამინი С, ბიოტინი, პანტოტენის და ფოლიუმის მჟავეები.

არამარტო გასახდომად! 
კოქტეილის მიღების ერთ-ერთი სქემის გამოყენებით თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით სრულფასოვანი კვებით, დაიკლებთ წონაში ან პირიქით მოიმატებთ. სრული კვება - დილით საუზმის ნაცვლად.

წონაში დასაკლებად: შეცვალეთ საუზმე და ვახშამი სრულფასოვანი საკვებით - კოქტეილით EDELSTAR. კოქტეილის მოსამზადებლად გახსენით 1 სუფრის კოვზი (20გრ) პროდუქტი 200 მლ სითხეში: წყალში ან ნახევრადცხიმიან რძეში.
დამატებითი კვებისათვის: გახსენით 1 დესერტის კოვზი (10გრ) პროდუქტი  200 მლ სითხეში: წყალში ან რძეში, სითხე შესაძლებელია იყოს თბილი ან ცივი, მაგრამ არა მდუღარე.
საუკეთესო გემოს მისაღებად გამოიყენეთ შეიკერი ან მიქსერი!
უკუჩვენება: კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.ორსულობა.

მასა: 400 გრ
შემადგენლობა: შრატ-ცილოვანი კონცენტრატი, ფრუქტოზა, სტანდარტული ვიტამინური პრემიქსი, კაკაოს ფხვნილი.

No comments:

Post a Comment