Monday, April 23, 2012

ანტი აკნე!

აკნე ანუ ფერიმჭამელა თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგიაა. მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია), სებორეა, შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს.
აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ფოლიკულები კერატინით (გარქოვანებული ეპითელიუმი) და ცხიმით იხშობა. ჩნდება კომედონი.
წარმოგიდგენთ აკნეს სამკურნალო ყველაზე ეფექტურ პროგრამას - სერია Expert Pharma Anti-Acne Faberlic- საგან. პროგრამა უზრუნველყოფს ფორების გასუფთავებასა და შევიწროვებას, თრგუნავს ბაქტერიების ზრდას, ზრდის კანის ადგილობრივ იმუნიტეტს.




შედეგი: სუფთა, ჯანმრთელი და ლამაზი კანი! 

1 comment: