модный макияж в 2012 году
ყველა ჩვენთაგანს მაკიაჟის დადებისას გვინდა გამოვიყურებოდეთ არამარტო ლამაზად არამედ თანამედროვედაც. გთავაზობთ სტატიას რომელიც ეძღვნება მაკიაჟის 2012 წლის თანამედროვე ტენდენციებს. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ისეთი ტენდენციები, როგორიცაა ბუნებრიობა, იდუმალება და აქცენტი ტუჩებზე. მოდოთ უშუალოდ შევეხოთ ყოველივე მათგანს. 

ბუნებრივი მაკიაჟი.

Естественный макияж
ძირითად ტენდენციას 2012 წელს წარმოადგენს ბუნებრიობა. ყველაზე მნიშვნელოვანია კანის ტონი, იგი პრაქტიკულად შეუმჩნევი უნდა იყოს. კანის მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის მიღწევა შეიძლება ცივი (ვარდისფერი) და გარუჯული ბეჟი ფერების შერევით, ეს გამოგიცოცხლებთ სახის კანს.
თვალის ქვეშ ქუთუთოებზე წაისვით უფრო ღია ტონი, უფრო მუქი ტონალური წაისვით როგორც ფერუმარილი. გარდა ამისა როგორც ფერუმარილი შესაძლოა გამოიყენოთ  ბუნებრივი ვარდისფერ–ატმისფერი ტონის პომადა, მისი ცხიმოვანი ტექსტურა ნაზად ედება კანს და ბუნებრივად გამოიყურება.
ასევე 2012 წელს ბუნებრივი მაკიაჟისათვის  განსაკუთრებით აქტუალური გახდება ბეჟი, ქვიშისფერი და ყავისფერი ჩრდილების გამოყენება, მთავარია გახსოვდეთ, რომ ბევრი ჩრდილების დადება არ არის საჭირო.
წარბები უნდა იყოს ფართე, ბუნებრივი, თმის ფერთან მიახლოვებული ფერის.
ტუჩებზე შეიძლება დაიდოთ წვეთი მბზინავი საცხი ნატურალური ატმის ან ვარდისფერი. მიღებული იერი უნდა იყოს რომანტიული, ნაზი ვარდისფერი ელფერით.

იდუმალება.

смоки айз
2012 წლის კიდევ ერთი მოდური ტენდენცია ხდება ბევრისათვის ასე საყვარელი და იდუმალი Smoky eyes. აქტუალური იქნება არამარტო კლასიკური შავთეთრი ვარიანტი, არამედ ფერადიც. განსაკუთრებით მოდურია ზეთისხილის ფერი, შოკოლადის, ოქროსა და ლურჯი ფერები.  გაზაფხულზე ვიზაჟისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ მაკიაჟი თბილ ტონებში, ხოლო ზაფხულში ცივში. ასეთი მაკიაჟის სწორი შესრულებისას შორიდან შეიძლება მოგეჩვენოთ , რომ გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფერი, მაგრამ სინამდვილეში ვიზაჟისტები იყენებენ 2–3 ფერს Smoky eyes–ის შექმნისათვის. 
რაც შეეხება ტუჩებს, ისინი მაქსიმალურად ნატურალურად უნდა გამოიყურებოდნენ, ამისათვის უნდა გამოიყენოთ ნატურალური ფერების პომადა. ასევე ტუჩები შეიძლება შეღებოთ ტონალური კრემით, ასეთ ეფექტს უწოდებენ nude lips. აი წამწამები კი შეიძლება მკვეთრად შევიღებოთ.


მაკიაჟი ტუჩებზე აქცენტით.

макияж с акцентом на губы
2012 წლის მესამე ტენდენციას წარმოადგენს  აქცენტი ტუჩებზე, ბუნებრივი მაკიაჟის ფონზე. ამ შემთხვევაში პომადის ფერები შეიძლება მერყეობდეს სტაფილოსფერიდან წითელ და ღვინისფერ დიაპაზონში. ყავისფერი ტონი ასეთი მაკიაჟის დროს არ უნდა გამოიყენოთ.  ამოირჩიეთ აქტიური, ნათელი ფერები, მაგრამ გახსოვდეთ რომ ისინი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სახის ფერს. რაც შეეხება ტუჩის ფორმას ის უნდა იყოს კლასიკური, ამიტომ აქტუალურია ტუჩის ფანქრები. მკვეთრ ტუჩის ფერს ჯობია შეურჩიოთ იგივე ტონის აქსესუარი ან ტანსაცმელი.
თუ თქვენ აირჩიეთ ეს მაკიაჟი, მაშინ ჩრდილები ჯობია მინიმალურად გამოიყენოთ, თვალის ფანქარი მისასალმებელია!