Monday, March 26, 2012

როგორ განვსაზღვროთ კანის ტიპი?

ყველამ არ იცის თავისი კანის ტიპი ან მისი განსაზღვრის მეთოდები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა იმისათვის რომ მოხვდეს თქვენთვის სასურველი მოვლის საშუალების ზუსტი შეარჩევა. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს თქვენს მიერ არჩეული საშუალების ეფექტურობას.
განვიხილოთ კანის ტიპები:
სიმშრალისაკენ მიდრეკილი კანი.
ეს პირველ რიგში თხელი და მომთხოვნი კანია, დაბანის შემდეგ ის თითქოს "იჭიმება" და ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას. ასეთ კანზე თითქმის არ ჩანს ფორები და იგი არ ბზინავს. მასზე ძალიან იშვიათად ჩნდება გამონაყარი. როგორც წესი ასეთი კანი მცირედპიგმენტირებულია. მასზე მცირე რაოდენობითაა ცხიმოვანი ჯირკვლები, და ასევე თხელია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ცხიმოვანი ჯირკვლების ზომა აქ უფრო მცირეა ვიდრე ცხიმიანზე. ასეთი კანის ნაადრევი დაბერებისადმი მიდრეკილება განპირობებულია მისი სითხელით და ასევე პიგმენტის მცირე რაოდენობით, რის გამოც ვერ ხორციელდება ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან საჭირო დაცვა.
ცხიმიანობისაკენ მიდრეკილი კანი.
ეს ბევრი ცხიმის გამომყოფი სქელი ფორებიანი კანია. ასეთ კანზე ხშირად ჩნდება გამონაყარი, ის ძალიან სწრაფად კარგავს "სისუფთავის" იერს. ანატომიის თვალსაზრისით ეს კანი მსხვილ "სარჩულზეა". მასზე არის დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლები. ასეთი კანი შეიძლება დროთა განმავლობაში გახდეს ნორმალური. თუკი თქვენ ბრძანდებით ასეთი კანის პატრონი, აუცილებლად შეაფასებთ მისი მთავას უპირატესობას - მასზე გვიან ჩნდება ნაოჭები.
კომბინირებული კანი.
ასეთ კანს მიაკუთვნებენ რამდენიმე ტიპის კანის შერწყმას.მაგალითად მშრალი ლოყებზე და ცხიმიანი შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე. როგორც წესი თუ კანს ვერ მიაკუთვნებენ ვერცერთ ტიპს მას კომბინირებულს უწოდებენ.
ნორმალური კანი.

ასეთი კანი უნაოჭოა, სუფთა, გლუვი, ელასტიური, თანაბრად შეფერილი.ფორები თითქმის არ შეიმჩნევა. ასევე არ არსებობს ისეთი პრობლემები, როგორც აქერცვლა, მომატებული მგრძნობელობა. ნორმალურ კანში ბალანცირებული შემცველობაა ტენისს და ლიპიდების. ასეთ კანს შეიძლება უწოდოთ  "არაპრეტენზიული"

No comments:

Post a Comment