Friday, March 30, 2012

მაკიაჟის მთავარი საიდუმლო, მასტერ კლასი

წამყვანი ექსპერტი მოდისა და სტილის დარგში 
გამომცემლობა «Apriori»-სა და «She»-ს მთავარი რედაქტორი და არტ დირექტორი:
დიმიტრი კობახიძე
წარმოგიდგენთ მასტერ კლასს

სახის მოვლა, მასტერკლასი

- რისთვის არის საჭირო ნიღაბი?
- როგორი ნიღბები არსებობს?
- როგორ ეფექტს იძლევა სახის ნიღაბი?
- როგორ გამოვიყენოთ და რამდენჯერ წავისვათ?

ნახეთ მასტერკლასი და ყველა ამ კითხვაზე პასუხს მიიღებთ




Wednesday, March 28, 2012

მასტერ-კლასი «ახალგაზრდა კანის მოვლის პროგრამა»!


იყო ბედნიერი ადამიანი – ამისთვის არ კმარა უყვარდე და გიყვარდეს, მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ხანგრძლივად შეინარჩუნო ჯანმრთელობა, ახალგაზრდობა და სილამაზე!
გარეგნული მომხიბვლელობა საკმაოდ არის დამოკიდებულია სახის კანის მდგომარეობაზე, მის სისუფთავეზე, ფერზე და სიმკვრივეზე. ამის მიღწევა მხოლოდ სწორი მოვლით არის შესაძლებელი.
  • რას ნიშნავს «კოსმეტიკის მართებულად გამოყენება»?
  • კანის კომპლექსური მოვლა – რისთვის არის საჭირო?
  • როგორ უნდა წავისვათ სახეზე კრემი?
ამის და დანარჩენის შესახებ შეიტყობთ კანის მოვლის მასტერ-კლასიდან.
    ახალგაზრდა ნორმალური კანის მოვლის პროგრამა



    მასტერ-კლასი «ნუ შეგაშინებთ ასაკი, დატკბით ასაკით!»

    ოდესმე დაგისვამთ საკუთარი ტავისთვის შეკითხვა: «რამდენი წლის არის ჩემი კანი?»

    თქვენი კანი – ეს არის სილამაზის კაპიტალი, მას ძალუძს არ გამოაჟღავნოს თქვენი რეალური ასაკი! მაგრამ ნებისმიერ ასაკში კანი იმეტყველებს იმაზე, თუ რაოდენ ყურადღებას აქცევთ საკუთარ თავს და რამდენად ზრუნავთ ახალგაზრდობის შენარჩუნებაზე.

    ნუ შეუშინდებით ასაკს, გამოიყენეთ ჩვენი რჩევები და დატკბით თქვენი სილამაზით!
    • როგორ გავახანგრძლივოთ კანის ახალგაზრდობა?
    • მოვლის როგორი პროგრამა შევარჩიოთ, შეიძლება თუ არა შევათავსოთ სხვადასხვა სერიის პროდუქტები?
    • რისთვის არის საჭირო სახის ნიღაბი და როგორ გამოვიყენოთ?
    ამის და სხვა მრავალის შესახებ თქვენ შეიტყობთ, როდესაც ნახავთ მასტერ-კლასს:

    Tuesday, March 27, 2012

    მაკიაჟის გაკვეთილები - ვიდეოკურსი

    წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას "მაკიაჟის გაკვეთილები - ვიდეოკურსი". მაკიაჟი – ღვთაებრივი რიტუალი, თავისებური ინტრიგა, სიამოვნება, გრძნობების თამაში. სრულიად უმნიშვნელოა რამდენი წლის ხართ, რამდენად თავდაჯერებულნი ხართ და რამდენად მოსწონხართ გარშემომყოფთ. მაკიაჟი - თვითგამოხატვის თავისუფლებაა! აირჩიეთ თქვენეული მაკიაჟი, ჩართეთ ფანტაზია, ჩაატარეთ ექსპერიმენტები - შექმენით სილამაზე თქვენი ხელებით. Faberlic-ის დეკორატიულ კოსმეტიკასთან ერთად ეს ადვილია და ყველასთვი მისაწვდომია.!

    1. მოდური საღამო სტილში "Smoke eyes"





    2. ბიზნესი Faberlic-თან ერთად - საქმიანი ქალის მაკიაჟი





    3. მშვენიერი ნებისმიერ ასაკში!




    Monday, March 26, 2012

    ფაბერლიკის საღამოს მაკიაჟის მასტერკლასი, ვიდეო გაკვეთილი

    წარმოგიდგენთ კომპანია ფაბერლიკის ვიდეო მასტერკლასს მაკიაჟის შესახებ! 
    ვიდეო რგოლში სპეციალისტები შექმნიან ულამაზეს, დაუვიწყარ საღამოს მაკიაჟს, ფაბერლიკის დეკორატიურლი კოსმეტიკის "ჩემი თამაში"  სერიის მეშვეობით. გამოიყენეთ სპეციალისტების რჩევები უნაკლო დედოფლის იერის შექმნისათვის!

    2012 წელს მაკიაჟის თანამედროვე ტენდენციები



    модный макияж в 2012 году
    ყველა ჩვენთაგანს მაკიაჟის დადებისას გვინდა გამოვიყურებოდეთ არამარტო ლამაზად არამედ თანამედროვედაც. გთავაზობთ სტატიას რომელიც ეძღვნება მაკიაჟის 2012 წლის თანამედროვე ტენდენციებს. განსაკუთრებით აქტუალური იქნება ისეთი ტენდენციები, როგორიცაა ბუნებრიობა, იდუმალება და აქცენტი ტუჩებზე. მოდოთ უშუალოდ შევეხოთ ყოველივე მათგანს. 

    ბუნებრივი მაკიაჟი.

    Естественный макияж
    ძირითად ტენდენციას 2012 წელს წარმოადგენს ბუნებრიობა. ყველაზე მნიშვნელოვანია კანის ტონი, იგი პრაქტიკულად შეუმჩნევი უნდა იყოს. კანის მაქსიმალურად ბუნებრივი ფერის მიღწევა შეიძლება ცივი (ვარდისფერი) და გარუჯული ბეჟი ფერების შერევით, ეს გამოგიცოცხლებთ სახის კანს.
    თვალის ქვეშ ქუთუთოებზე წაისვით უფრო ღია ტონი, უფრო მუქი ტონალური წაისვით როგორც ფერუმარილი. გარდა ამისა როგორც ფერუმარილი შესაძლოა გამოიყენოთ  ბუნებრივი ვარდისფერ–ატმისფერი ტონის პომადა, მისი ცხიმოვანი ტექსტურა ნაზად ედება კანს და ბუნებრივად გამოიყურება.
    ასევე 2012 წელს ბუნებრივი მაკიაჟისათვის  განსაკუთრებით აქტუალური გახდება ბეჟი, ქვიშისფერი და ყავისფერი ჩრდილების გამოყენება, მთავარია გახსოვდეთ, რომ ბევრი ჩრდილების დადება არ არის საჭირო.
    წარბები უნდა იყოს ფართე, ბუნებრივი, თმის ფერთან მიახლოვებული ფერის.
    ტუჩებზე შეიძლება დაიდოთ წვეთი მბზინავი საცხი ნატურალური ატმის ან ვარდისფერი. მიღებული იერი უნდა იყოს რომანტიული, ნაზი ვარდისფერი ელფერით.

    იდუმალება.

    смоки айз
    2012 წლის კიდევ ერთი მოდური ტენდენცია ხდება ბევრისათვის ასე საყვარელი და იდუმალი Smoky eyes. აქტუალური იქნება არამარტო კლასიკური შავთეთრი ვარიანტი, არამედ ფერადიც. განსაკუთრებით მოდურია ზეთისხილის ფერი, შოკოლადის, ოქროსა და ლურჯი ფერები.  გაზაფხულზე ვიზაჟისტები გვირჩევენ გამოვიყენოთ მაკიაჟი თბილ ტონებში, ხოლო ზაფხულში ცივში. ასეთი მაკიაჟის სწორი შესრულებისას შორიდან შეიძლება მოგეჩვენოთ , რომ გამოყენებულია მხოლოდ ერთი ფერი, მაგრამ სინამდვილეში ვიზაჟისტები იყენებენ 2–3 ფერს Smoky eyes–ის შექმნისათვის. 
    რაც შეეხება ტუჩებს, ისინი მაქსიმალურად ნატურალურად უნდა გამოიყურებოდნენ, ამისათვის უნდა გამოიყენოთ ნატურალური ფერების პომადა. ასევე ტუჩები შეიძლება შეღებოთ ტონალური კრემით, ასეთ ეფექტს უწოდებენ nude lips. აი წამწამები კი შეიძლება მკვეთრად შევიღებოთ.


    მაკიაჟი ტუჩებზე აქცენტით.

    макияж с акцентом на губы
    2012 წლის მესამე ტენდენციას წარმოადგენს  აქცენტი ტუჩებზე, ბუნებრივი მაკიაჟის ფონზე. ამ შემთხვევაში პომადის ფერები შეიძლება მერყეობდეს სტაფილოსფერიდან წითელ და ღვინისფერ დიაპაზონში. ყავისფერი ტონი ასეთი მაკიაჟის დროს არ უნდა გამოიყენოთ.  ამოირჩიეთ აქტიური, ნათელი ფერები, მაგრამ გახსოვდეთ რომ ისინი უნდა შეესაბამებოდეს თქვენი სახის ფერს. რაც შეეხება ტუჩის ფორმას ის უნდა იყოს კლასიკური, ამიტომ აქტუალურია ტუჩის ფანქრები. მკვეთრ ტუჩის ფერს ჯობია შეურჩიოთ იგივე ტონის აქსესუარი ან ტანსაცმელი.
    თუ თქვენ აირჩიეთ ეს მაკიაჟი, მაშინ ჩრდილები ჯობია მინიმალურად გამოიყენოთ, თვალის ფანქარი მისასალმებელია!

    რისთვის არის საჭირო ფაბერლიკის ჟანგბადის კოსმეტიკა?


    რითი განსხვავდება Faberlic-ის ჟანგბადის კოსმეტიკა სხებისაგან? იმისათვის რომ პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას ჩამოვთვალოთ კანში ჟანგბადის დეფიციტის ძირითადი გამოვლინებები.
    კანში ჟანგბადის დეფიციტისას ირღვევა მისი განახლება, აღდგენა და სასარგებლო ნივთიერებების შეთვისების უნარი, რადგან სწორედ ჟანგბადი იძლევა ორგანიზმში მიმდინარე ყველა აუცილებელი პროცესებისათვის საჭირო ენერგიას. როდესაც ჩვენ ვაღწევთ 20 წლის ასაკს ჩვენი კანის სუნთქვითი ფუნქციები ნელნელა ქრება, კანი განიცდის ჟანგბადის უკმარისობას (ჰიპოქსია) რის საპასუხოდაც ირთვება დაბერების პროცესი. ასეთ მდგომარეობას ჩვეულებრივი მოვლის საშუალებები ვერ უმკლავდებიან.
     ფაბერლიკის კოსმეტიკა მუშაობს!
    სწორედ ამის გამო  ჩვენი სლოგანი არის "ჟანგბადივით აუცილებელი კოსმეტიკა"!
    იმისათვის რომ კანის უჯრედები ითვისებდნენ კოსმეტიკის აქტიურ დანამატებს, აუცილებელია ჟანგბადი, მაგრამ კრემში ჟანგბადის შეყვანა გარედან კანზე ჟანგბადის წასმა საკმარისი არ არის, ის ან აორთქლდება ან დარჩება კანის ზედაპირზე. ის კანის ზედაპირულ შრეებამდეც კი ვერ მიაღწევს, მაშინ როდესაც ჩვენი ამოცანაა მისი მიტანა ღემა შრეებში.
    მხოლოდ ჩვენი კოსმეტიკა შეიცავს უნიკალურ დაპატენტებულ ჟანგბადის ტრანსპორტს Aquaftem® (აკვაფტემი), Novaftem-O2TM (ნოვაფტემი). ეს კომპონენტები დამატებით აწვდიან ჩვენი კანისათვის ასე მნიშვნელოვან ჟანგბადს პირდაპირ კანის უჯრედებს. კომპანია ფაბერლიკის აკვაფტემისა და ნოვაფტემის შემცველი კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების შემდეგ კანის უჯრედებს უჩნდებათ დამატებითი ძალა, იმისათვის რომ შეითვისონ საჭირო ნივთიერებები, და ამის შედეგად განახლდენ და აღდგნენ. მცირდება ნაოჭების სიღრმე, ქრება თვალის ქვეშ შავი წრეები, კანი ხდება ჯანმრთელი, აღდგება კანის სიმკვრივე და სახის მოყვანილობა!


    როგორ განვსაზღვროთ კანის ტიპი?

    ყველამ არ იცის თავისი კანის ტიპი ან მისი განსაზღვრის მეთოდები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამის ცოდნა იმისათვის რომ მოხვდეს თქვენთვის სასურველი მოვლის საშუალების ზუსტი შეარჩევა. სწორედ ეს ფაქტორი განაპირობებს თქვენს მიერ არჩეული საშუალების ეფექტურობას.
    განვიხილოთ კანის ტიპები:
    სიმშრალისაკენ მიდრეკილი კანი.
    ეს პირველ რიგში თხელი და მომთხოვნი კანია, დაბანის შემდეგ ის თითქოს "იჭიმება" და ტოვებს დისკომფორტის შეგრძნებას. ასეთ კანზე თითქმის არ ჩანს ფორები და იგი არ ბზინავს. მასზე ძალიან იშვიათად ჩნდება გამონაყარი. როგორც წესი ასეთი კანი მცირედპიგმენტირებულია. მასზე მცირე რაოდენობითაა ცხიმოვანი ჯირკვლები, და ასევე თხელია კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი. ცხიმოვანი ჯირკვლების ზომა აქ უფრო მცირეა ვიდრე ცხიმიანზე. ასეთი კანის ნაადრევი დაბერებისადმი მიდრეკილება განპირობებულია მისი სითხელით და ასევე პიგმენტის მცირე რაოდენობით, რის გამოც ვერ ხორციელდება ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან საჭირო დაცვა.
    ცხიმიანობისაკენ მიდრეკილი კანი.
    ეს ბევრი ცხიმის გამომყოფი სქელი ფორებიანი კანია. ასეთ კანზე ხშირად ჩნდება გამონაყარი, ის ძალიან სწრაფად კარგავს "სისუფთავის" იერს. ანატომიის თვალსაზრისით ეს კანი მსხვილ "სარჩულზეა". მასზე არის დიდი რაოდენობით ცხიმოვანი ჯირკვლები. ასეთი კანი შეიძლება დროთა განმავლობაში გახდეს ნორმალური. თუკი თქვენ ბრძანდებით ასეთი კანის პატრონი, აუცილებლად შეაფასებთ მისი მთავას უპირატესობას - მასზე გვიან ჩნდება ნაოჭები.
    კომბინირებული კანი.
    ასეთ კანს მიაკუთვნებენ რამდენიმე ტიპის კანის შერწყმას.მაგალითად მშრალი ლოყებზე და ცხიმიანი შუბლზე, ცხვირზე და ნიკაპზე. როგორც წესი თუ კანს ვერ მიაკუთვნებენ ვერცერთ ტიპს მას კომბინირებულს უწოდებენ.
    ნორმალური კანი.

    ასეთი კანი უნაოჭოა, სუფთა, გლუვი, ელასტიური, თანაბრად შეფერილი.ფორები თითქმის არ შეიმჩნევა. ასევე არ არსებობს ისეთი პრობლემები, როგორც აქერცვლა, მომატებული მგრძნობელობა. ნორმალურ კანში ბალანცირებული შემცველობაა ტენისს და ლიპიდების. ასეთ კანს შეიძლება უწოდოთ  "არაპრეტენზიული"